„მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიშტიანო რონალდოს გასხვისებას არ გეგმავს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიშტიანო რონალდოს გასხვისებას არ გეგმავს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიშტიანო რონალდოს გაყიდვას არ აპირებს, – იუწყება ფაბრიციო რომანო.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, მანჩესტერული კლუბი რონალდოს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას არავისთან არ აწარმოებს და 37 წლის პორტუგალიელის გასხვისება უახლოეს მომავალში მათ გეგმებში არ შედის.

პრესაში ცოტა ხნის წინ დაიწერა, თითქოს „ჩელსის“ ახალი მფლობელი ტოდ ბოელი რონალდოს აგენტს შეხვდა და ტრანსფერის თაობაზე მოელაპარაკა.

რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2021 წელს დაბრუნდა. გასულ სეზონში პორტუგალიელმა მანჩესტერელთა შემადგენლობაში 38 მატჩი გამართა, გაიტანა 24 გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.