„მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიშტიანო რონალდოს დაბრუნებას ნანობს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა მზად არის გაუშვას ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, თუ პორტუგალიელი კლუბის დატოვებას მოისურვებს.
გაზეთ The Mirror-ის მონაცემებით, 37 წლის ფეხბურთელი ზაფხულში აპირებს „მანჩესტერის“ დატოვებას, თუ გუნდი ვერ შეძლებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას. ასეთ შემთხვევაში, „იუნაიტედი“ არ შეეწინააღმდეგება ფეხბურთელის სურვილს.
ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა სულ უფრო მეტად რწმუნდება იმაში, რომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ რონალდოს დაბრუნება შეცდომა იყო. გასული წლის ზაფხულში „იუნაიტედმა“ ეს ნაბიჯი გადადგა კომერციული ფაქტორებიდან გამომდინარე, აგრეთვე ხელი შეუშალა პორტუგალიელის გადასვლას „მანჩესტერ სიტიში“.
კრიშტიანო რონალდოს კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.