„მანჩესტერ იუნაიტედი“ „იუვენტუსს“ ადრიან რაბიოს ტრანსფერზე მოელაპარაკა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია „იუვენტუსთან“ ნახევარმცველ ადრიან რაბიოს ტრანსფერზე, – ამტკიცებს გამოცემა Manchester Evening News.
ამასთან, ინგლისურ კლუბს ჯერაც წინ აქვს რაბიოს პირადი კონტრაქტის პირობების განხილვა ფეხბურთელის დედასთან, რომელიც ნახევარმცველის აგენტია.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნახევარდაცვის გაძლიერების ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო, რადგან „ბარსელონას“ ნახევარმცველის ფრენკი დე იონგის ტრანსფერი, შესაძლოა, საბოლოოდ ჩაიშალოს.
რაბიოს კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2023 წლის ივნისში იწურება და ტურინელები მზად არიან ახლა გამოეთხოვონ ფრანგს, რათა მომავალ წელს უფასოდ არ წავიდეს კლუბიდან.