„მანჩესტერ იუნაიტედი" „იუვენტუსის" დირექტორს ეპატიჟება
„მანჩესტერ იუნაიტედი" „იუვენტუსის" დირექტორს ეპატიჟება
„მანჩესტერ იუნაიტედი” სპორტული დირექტორის ძიებაშია და ამ მიზნით კანდიდატთა სია შეადგინა, რომელშიც მოხვდა „იუვენტუსის” ხელმძღვანელი ფაბიო პარატიჩი.
ასევე „იუნაიტედში” მუშაობის პრეტენდენტები არიან მადრიდის “ატლეტიკოს” სპორტული დირექტორი ანდრეა ბერტა და ანტერო ენრიკე, რომელიც ადრე ანალოგიურ თანამდებობაზე იყო „პორტუსა” და „პარი სენ-ჟერმენში”.
პორტუგალიელი ენრიკე – ერთადერთია, ვინც, ამჟამად, უკლუბოდაა, მაგრამ როგორც აღნიშნავენ, „მანჩესტერ იუნაიტედს” სხვა კანდიდატებისთვის სოლიდური ტექნიკური და ფინანსური შეთავაზება გააჩნია.
პარატიჩის კონტრაქტი „იუვენტუსთან” 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ბერტამ, რომელიც „ატლეტიკოს” სპორტული დირექტორი 2017 წლის ივლისში გახდა, ადრე უარყო მსხვილი შეთავაზებები წამყვანი ევროპული კლუბებიდან.