„მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასის პირველი ფინალისტია
„მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასის პირველი ფინალისტია

​ლონდონში, “უემბლის” სტადიონზე ინგლისის თასის პირველი ნახევარფინალი გაიმართა, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედმა” 2:1 დაამარცხა “ტოტენჰემი”.

პირველი გოლი “ტოტენჰემმა” გაიტანა, რომელიც, ფაქტობრივად, მასპინძლის როლში იყო, რადგან ამ სეზონში საშინაო მატჩებს “უემბლიზე” ატარებდა. ანგარიში მე-11 წუთზე დელე ალიმ გახსნა, მაგრამ ამას “მანჩესტერმა” ორი გოლით უპასუხა.

24-ე წუთზე ანგარიში ალექსის სანჩესმა გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი 62-ე წუთზე ანდერ ერერამ გაიტანა.

ბოლოჯერ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის თასი 2016 წელს მოიპოვა. მისი მეტოქე ფინალში კვირას, მეორე ნახევარფინალში გაირკვევა, რომელშიც “ჩელსი” და “საუთჰემპტონი” შეხვდებიან ერთმანეთს.

ინგლისის თასის ფინალი 19 მაისს გაიმართება.