„ზალცბურგის” ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს.
მანჩესტერელები დარწმუნებულნი არიან 19 წლის ფორვარდის შეძენაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. ტრანსფერის თანხა იქნება 76 მილიონი ფუნტი. ამასთან, „იუნაიტედი“ მაშინვე გაუშვებს ფეხბურთელს ავსტრიულ კლუბში იჯარის წესით, რათა მან სეზონი ავსტრიის ჩემპიონატში ჩაამთავროს.
აღნიშნავენ, რომ ავსტრიელებს აქვთ შეთანხმება „ლაიპციგთან“ ნორვეგიელის 20 მილიონად გაყიდვაზე. ამ ტრანსფერის აუცილებელი პირობაა – მოთამაშის სურვილი ითამაშოს გერმანიის ჩემპიონატში. თავად ჰაალანდს “მანჩესტერში“ გადასვლა უნდა, მაგრამ აპირებს სეზონი „ზალცბურგში“ დაასრულოს.
ამ სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე „ზალცბურგში“ 22 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა.