„მანჩესტერ იუნაიტედი“ ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ ფედერიკო ბერნარდესკით ინტერესდება. ამ ინფორმაციას „კალჩომერკატოს“ ჟურნალისტი დანიელე ლონგო „ტვიტერის“ საშუალებით ავრცელებს. როგორც ირკვევა, ინგლისურ კლუბს იმედი აქვს, რომ ფეხბურთელის შეძენას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეძლებს. ამასთანავე, რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „იუვენტუსი“ ბერნარდესკის გაყიდვას ან რომელიმე სხვა ფეხბურთელში გაცვლას აპირებს.
ფედერიკო ბერნარდესკი ტურინულ გრანდში 2017 წელს „ფიორენტინადან“ გადავიდა და ტრანსფერის ღირებულებამ მაშინ 40 მილიონი ევრო შეადგინა. მიმდინარე სეზონში 26 წლის თავდამსხმელმა მონაწილეობა იტალიის ჩემპიონატის 18 მატჩში მიიღო და თავის გამოჩენა ვერც ერთხელ შეძლო. მისი კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2022 წლის ზაფხულში იწურება.