„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა აქტიურად ეძებს მთავარი მწვრთნელის ერიკ თენ ჰაგის შემცვლელს, – წერს გამოცემა TEAMtalk.
წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი სპეციალისტის განთავისუფლება „დროის საკითხია“.
დღეს ინგლისურ კლუბში აქტიურად ეძებენ შემცვლელს 54 წლის სპეციალისტისთვის, რომლის გაშვება ამ ზაფხულსაც სურდათ, მაგრამ შესაფერისი კანდიდატურა ვერ იპოვნეს.
პრემიერლიგის ხუთი ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შვიდი ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. გარდა ამისა, ევროპის ლიგის პირველ ტურში შინ ვერ შეძლო „ტვენტეს“ (1:1) დამარცხება.