„მანჩესტერ იუნაიტედი“ ანტონის სანაცვლოდ 94 მილიონ ევროს იხდის, ფეხბურთელმა „აიაქსს“ ინგლისში გაშვება თხოვა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ანტონის სანაცვლოდ 94 მილიონ ევროს იხდის, ფეხბურთელმა „აიაქსს“ ინგლისში გაშვება თხოვა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის ამსტერდამის „აიაქსის“ გარემარბში ანტონიში 94 მილიონი ევრო გადაიხადოს. Sky Sports-ის მონაცემებით, მანჩესტერელები იმედოვნებენ, რომ გარიგებას მიმდინარე კვირის ბოლოს დახურავენ.

უფრო ადრე დაიწერა, რომ ინგლისური კლუბი უკვე შეუთანხმდა ბრაზილიელ ფეხბურთელს პირადი კონტრაქტის პირობებზე.

თავად ანტონი სერიოზულად განწყობილია იმისთვის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს. გაზეთ De Telegraaf-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა მიმართა ამსტერდამული გუნდის ხელმძღვანელობას თხოვნით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიაღწიოს შეთანხმებას მანჩესტერულ კლუბთან. ის დარწმუნებულია, რომ გარიგება ეკონომიურად მომგებიანი იქნება მისთვისაც და ნიდერლანდების ჩემპიონისთვისაც.

წერენ იმის შესახებ, რომ ანტონი უკვე რამდენიმე დღეა ეძებს სახლს მანჩესტერში. ასევე ცნობილია, რომ „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ალფრედ შრიოდერმა ბრაზილიელი შემადგენლობიდან გამოიყვანა. მისი თქმით, მას არ სჭირდება მოთამაშეები, რომლებიც არ არიან გუნდზე 100 პროცენტით არ არიან კონცენტრირებულნი.