„მანჩესტერ იუნაიტედი“ ალეგრისთან მოლაპარაკებებს იწყებს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ალეგრისთან მოლაპარაკებებს იწყებს

ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ, „წითელი ეშმაკები“ სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილმა შეგირდმა და წარსულში „იუნაიტედის“ ერთ-ერთმა ლეგენდამ, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჩაიბარა.

ნორვეგიელმა სამწვრთნელო კარიერა „წითლების“ სარეზერვო გუნდში დაიწყო. შემდეგ ნორვეგიულ „მიოლდეში“ გააგრძელა მოღვაწეობა.

აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, „წითელ ეშმაკებს“ სიმშვიდის უფლება არ აქვთ, რადგან სოლსკიაერს კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლომდე აქვს, ხოლო ამის შემდგომ გუნდი ახალ თავკაცმა უნდა ჩაიბაროს.

იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“ (Corriere dello Sport) ცნობით, ტურინის „იუვენტუსის“ იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო ალეგრი, შესძლოა გულშემატკივარმა „ოლდ ტრაფორდზე“ იხილოს. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

მასიმილიანოს ტურინულ გრანდთან კონტრაქტი 2020 წელს ეწურება.