„მანჩესტერ იუნაიტედი“ 380 მილიონი დოლარით გაიაფდა
„მანჩესტერ იუნაიტედი“ 380 მილიონი დოლარით გაიაფდა

ბოლო სამი თვის განმავლობაში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირებულება დაახლოებით 380 მილიონი დოლარით დაეცა. ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე ინგლისური კლუბის აქციათა ფასი 8 პროცენტით ქვემოთ ჩამოვიდა, – იტყობინება ი-ეს-პი-ენი (ESPN).

დღეისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთი აქციის ფასი 18.1 დოლარს შეადგენს. ეს არის შარშანდელი ოქტომბრიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.
ამა წლის აგვისტოში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციის ფასმა სარეკორდო დონეს, 27.7 დოლარს მიაღწია, კლუბის კაპიტალიზაციამ კი 4.8 მილიარდი შეადგინა. ამ მაჩვენებლით გუნდი პირველ ადგილზე იყო მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბებს შორის.