მამუკელაშვილმა „ორეგონთან“ 10 ქულა ჩააგდო (ვიდეო)
სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ ამერიკის კოლეჯების ლიგის მიმდინარე სეზონში მეოთხე მატჩი გამარათა – „ორეგონს“ დაუპირისპირდა და 70:83 დამარცხდა.
ქართველმა ფორვარდმა 35 წუთში გუნდს 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი შესძინა. მის ანგარიშზეა 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც.
ეს გახლდათ სანდროსთვის ყველაზე დაბალშედეგიანი მატჩი სეზონში. მის „სეტონ ჰოლს“ კი 4 თამაშიდან ერთი აქვს მოგებული.
😤 @Tyrese5G would not be denied!@SetonHallMBB continues to put the pressure on the Ducks pic.twitter.com/cKFsyCUeqw
— FOX College Hoops (@CBBonFOX) December 5, 2020
ამავე ლიგაში ვილი ისიანის „დეტროიტ მერსიმ“ „მიჩიგანთან“ 76:83 დათმო.
სასტარტო ხუთეულში იყო ქართველი ფორვარდი ვილი ისიანი, რომელმაც 31 წუთში გუნდს 7 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოუტანა. ისიანისთვის 5 პასი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია კოლეჯთა ლიგაში. მან 5 პერსონალურის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.
Willy for 👌! pic.twitter.com/R5qa9EF0Su
— Detroit Mercy MBB (@DetroitMBB) December 4, 2020