მამუკელაშვილმა ლას ვეგასის საზაფხულო ლიგა 19 ქულითა და „დალასთან“ გამარჯვებით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
მამუკელაშვილმა ლას ვეგასის საზაფხულო ლიგა 19 ქულითა და „დალასთან“ გამარჯვებით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკიმ“ ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაზე მეოთხე შეხვედრა გამართა და მესამე მოიგო. ასეთი ტიპის შეჯიბრებებში შედეგზე დიდ მნიშვნელობას მოთამაშეთა ინდივიდუალური თვისებების გამოვლენას ანიჭებენ, თუმცა „მილუოკიში“ იმდენად კარგი შემადგენლობაა შეკრებილი, გუნდი თამაშს თამაშზე იგებს და საზაფხულო ლიგა 3 მოგებით დაასრულა.

ამჯერად ვისკონსინელებმა „დალასი“ დაამარცხეს – 100:89.

მამუკელაშვილმა იმაზე მეტი ქულა ჩააგდო (19), ვიდრე წინა მატჩში (18), თუმცა „დალასთან“ ეს ბომბარდირობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სანდრპოს სრული სტატისტიკა:

28 წუთი, 19 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 4-დან 1 სამქულიანი, 6-დან 4 ორიანი, 10-დან 8 საჯარიმო.

მატჩის ბომბარდირი დალასელი რაითი გახდა – 26 ქულა.