მამუკა ყურაშვილი - არც მე და არც გენერალ გოგავას ერთი ჯილდო არ გვაქვს მიღებული, არის ხალხი, ვინც ჯილდოები მიიღო და ფავორიტები იყვნენ, უგულავასი იქნებოდა თუ სხვა ვინმესი
არც მე და არც ბატონ გენერალ გოგავას ერთი ჯილდო არ გვაქვს მიღებული. არის ხალხი, ვინც ეს ჯილდოები მიიღო და ფავორიტები იყვნენ, უგულავასი იქნებოდა თუ სხვა ვინმესი, – ამის შესახებ 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, მამუკა ყურაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილი თბილისის მერი გიგი უგულავა სამხედრო ოპერაციებში ერეოდა.
„თქვენ ხომ ატყობთ, აქ არაფერი მაქვს, არც მე და არც ბატონ გენერალ გოგავას, ერთი ჯილდო არ გვაქვს მიღებული. არის ხალხი, ვინც ეს ჯილდოები მიიღო და ფავორიტები იყვნენ, უგულავასი იქნებოდა თუ სხვა ვინმესი“, – განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.