მამუკა ყირიმელი - ერისთავის ქუჩაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს
მამუკა ყირიმელი - ერისთავის ქუჩაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის, მამუკა ყირიმელის განცხადებით, ერისთავის ქუჩაზე, კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაახლოებით 400 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

მისი თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. საწყობი იწვოდა, რომელიც არის ე.წ. ღია ტიპის. ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო და 2 სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლოკალიზებულია და ამ დროისთვის, ცალკეული კერების ლოკალიზება მიმდინარეობს. მუშაობდა 70 მეხანძრე-მაშველი“, – განაცხადა მამუკა ყირიმელმა.

ხანძარი კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ლამინატის საწყობში გაჩნდა.