მამუკა მდინარაძემ რომან გოცირიძეს მიმართა - იმის დაშვება, რომ კონგრესსა და სენატში შეიძლება, მოისყიდო კონგრესმენები და სენატორები, თურმე ჩვეულებრივი ამბავია, ასეთი წამოცდენებისგან თავი შეიკავეთ
მამუკა მდინარაძემ რომან გოცირიძეს მიმართა - იმის დაშვება, რომ კონგრესსა და სენატში შეიძლება, მოისყიდო კონგრესმენები და სენატორები, თურმე ჩვეულებრივი ამბავია, ასეთი წამოცდენებისგან თავი შეიკავეთ

იმის დაშვება, რომ კონგრესსა და სენატში შეიძლება, მოისყიდო კონგრესმენები და სენატორები, თურმე ჩვეულებრივი ამბავია, ასეთი წამოცდენებისგან თავი შეიკავეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მამუკა მდინარაძის თქმით, „რომან გოცირიძემ თქვა, რომ კონგრესში ან ლობისტი ვერ იშოვეთ, ვერავინ მოისყიდეთო და შემდეგ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფაზე ჩვენ გველაპარაკებიან ხოლმე“.

„ანუ თუ იმან რაღაც ცუდი თქვა შენს ქვეყანაზე, შენ უპასუხე, ეს არის თავდასხმა და იმის დაშვება, რომ კონგრესში და სენატში შეიძლება მოისყიდო კონგრესმენები და სენატორები, ეს ჩვეულებრივი ამბავია თურმე. ბატონო რომან, ასეთი წამოცდენებისგან თავი შეიკავეთ, ძალიან გამოცდილი ადამიანი ბრძანდებით ამ სფეროში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.