მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, „რუსული კანონი“ დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, „რუსული კანონი“ დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი

ტყუილია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა „რუსული კანონი“, ვინ იტყვის ტყუილს, ვინ შეჰყვება ტყუილ ნარატივს, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ქართველ ხალხს  პასუხისმგებლობიდან, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ეროვნული თავმოყვარეობის ხარისხიდან გამომდინარე უნდა ვუთხრათ – ვინც არ უნდა იყოს, წმინდანების დონეზე არავინ  უნდა ავიყვანოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, წარმოუდგენელია, რომ „რუსული კანონი“ დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი. მანვე აღნიშნა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ითვალისწინებს დეკლარირების ვალდებულებას და ამაში რა არის რუსული, ნებისმიერმა ადამიანმა არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთოს.

„რატომ შეიძლება ჩაეკეტოს ევროპისკენ გზა ქვეყანას, თუ ის მიიღებს ანალოგიურ კანონს, რაც არის მიღებული აშშ-ში, ისრაელში, ავსტრალიაში და რომელსაც განიხილავს ევროკავშირი? წარმოუდგენელია, რომ „რუსული კანონი“ დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი. ანუ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვ,ს ვინ მიაწოდებს არასწორ ინფორმაციას საზოგადოებას. ჩვენ გვაქვს იმის ძალა და დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომ ქართველ ხალხს ვუთხრათ, რომ თუ მეგობარი ქვეყნის, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ტყუილს ეტყვის, იმის ძალა გაგვაჩნია საბედნიეროდ უკვე, რომ ვუთხრათ – ეს არის ტყუილი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მიაწოდებს საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას, ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს იმის ძალა და დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომ არასწორ ინფორმაციას დავარქვათ არასწორი ინფორმაცია. უბრალოდ „რუსული კანონია“ და დამთავრდა, ასე არ გამოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის კანონი, რომელიც ითვალისწინებს დეკლარირების ვალდებულებას და ამაში რა არის რუსული არგუმენტი, მეორე წინადადების სახით, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მოაყოლოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.