მამუკა მდინარაძე - წალენჯიხის „ნაცმა“ მერმა სია დაიდო, ამოარჩია „ქართული ოცნების“ მომხრეები და სამსახურიდან გაათავისუფლა
მამუკა მდინარაძე - წალენჯიხის „ნაცმა“ მერმა სია დაიდო, ამოარჩია „ქართული ოცნების“ მომხრეები და სამსახურიდან გაათავისუფლა

წალენჯიხის „ნაცმა“ მერმა, სია დადო, ამოარჩია „ქართული ოცნების“ მომხრეები და სამსახურიდან გაათავისუფლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, წალენჯიხა დღეს არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც მართავს „ნაცი“ მერი და წალენჯიხა არის მოდელი, როგორ მოიქცევიან ან იქცეოდნენ წარსული „ნაცები“.

„პირველი, არაფრის გაკეთება, რაც წალენჯიხაში ხდება, არაფერია გარდა პოპულისტური ნაბიჯებისა და მეორე, პოლიტიკური ნიშნით დაჩაგვრა და გათავისუფლება სამსახურებიდან. წალენჯიხის „ნაცმა“ მერმა სია დაიდო, ამოარჩია „ქართული ოცნების“ მომხრები და გაათავისუფლა სამსახურიდან, არანაირი სხვა ნიშანი არანაირი სხვა მაკვალიფიცირები ნიშანი ამ ადამინების გამორჩევისა არ ყოფილა. შეგიძლიათ, თავად ნახოთ, მხოლოდ და მხოლოდ, ვინც იყო „ქართული ოცნების“ მომხრე და ვისზეც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი არის „ქართული ოცნების“ მომხრე, კვალიფიკაციას, გამოცდილებას, ვინ რას აკეთებს, ვინ რას არ აკეთებს, ამას ყველაფერს გადაუსვა ხაზი და გაათავისუფლა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით. ეს არ გვიკვირს, რადგან „ნაცმოძრაობა“ ასე იქცეოდა წარსულში. ვერ მოხდება, მაგრამ თეორიული დაშვება რომ გავაკეთოთ, მმართველობაში რომ იყოს, დღეს ან ხვალ, ასე მოიქცევა მომავალშიც. ეს არის მათი საფირმო ნიშანი. ადამიანის უფლებები, წამება და უბედურება ბუნებრივი ნიშანია მათი და ისინი ასე იქცეოდნენ, ამის ერთ-ერთი ნიშნი გამოავლინა წალენჯიხის „ნაცმა“ მერმა, რომელმაც პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა ადამიანები სამსახურიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.