მამუკა მდინარაძე - ვუერთდებით პაველ ჰერჩინსკის განცხადებას და ჩვენც მოვუწოდებთ ოპოზიციას რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობისკენ, თუმცა პოზიტიური მოლიდინი არ გვაქვს
მამუკა მდინარაძე - ვუერთდებით პაველ ჰერჩინსკის განცხადებას და ჩვენც მოვუწოდებთ ოპოზიციას რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობისკენ, თუმცა პოზიტიური მოლიდინი არ გვაქვს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არ აქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ოპოზიცია ევრორეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო პროცესში ჩაერთვება.

თუმცა, მდინარაძის თქმით, უერთდებიან აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.

„ჩვენც მოვუწოდებთ ოპოზიციას, თუმცა პოზიტიური მოლიდინი არ გვაქვს. მათ შეუძლიათ, არაფერი ქნან, საერთოდ გაჩერდნენ, ამითაც კი დაეხმარებიან ხელისუფლებას პრიორიტეტების შესრულებაში. თუმცა, სამწუხაროდ, მათი წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, კვლავ გვაქვს მოლიდინი, რომ სიტყვით თითქოს იზრუნებენ პრიორიტეტების შესრულებაზე, საქმით კი ლობისტებს დაიქირავებენ, ისევ საბოტაჟის რეჟიმში იქნებიან. მათი გეგმები ჩავარდა. ეს პიარული გეგმა ხელისუფლების გარუსების და ქვეყნის, ქართული საზოგადოების არჩევანის, ჩავარდა. ამბობდნენ: „მიაქანებთ რუსეთისკენ ქვეყანას“ და ამ დროს ნელ-ნელა შემდეგ ეტაპზე გადავდივართ – ასოცირების ხელშეკრულებიდან დაწყებული, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. აგერ, მივედით კანდიდატის სტატუსამდე. ამ გზაზე დავდივართ და ამბობენ, ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებთო. ეს ხალხი ფიქრობს, რუსეთის გავლით ევროპა აღარ გაგვიგიაო. ვეღარ ხვდებიან უკვე, რაშია საქმე და მათი მომხრეებიც დაბნეული არიან. გარუსების გეგმა აბსოლუტურად ჩავარდნილია, გაცვეთილი, გოიმური და მდაბიო მესიჯია. ამ დროს მათგან პოზიტიური მოლიდინი ვერ იქნება. სულ მცირე, იქნებ ხელი მაინც არ შეგვიშალონ, ჩვენი მოწოდება ამაში მდგომარეობს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დღეს განაცხადა: „ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა და ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს, მთავრობა უნდა იყოს ინკლუზიური, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და შეეცადონ, წვლილი შეიტანონ ერთობლივ ძალისხმევაში“.