მამუკა მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რისკების პრევენციისთვის რეგულაციების გამკაცრებას მხარს დავუჭერთ
მამუკა მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რისკების პრევენციისთვის რეგულაციების გამკაცრებას მხარს დავუჭერთ

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით, რეგულაციები გამკაცრდეს.

“თუ საუბარი იქნება გარკვეულ რეგულაციებზე გამკაცრების კუთხით და ეს ხელს შეუწობს პრევენციას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რისკებისა, ბუნებრივია, ამას დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე რაიმე სახის გაფრთხილება არ ყოფილა, იყო მხოლოდ კომენტარები.

“საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე – რაიმე გაფრთხილება არ ყოფილა, ეს უფრო კომენტარები იყო, თუმცა არც ეს არის მაინცდამაინც კარგი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ვიზალიბერალიზაციის საკითხის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

“საბოლოო ჯამში, ქართული სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირებისთვის, რომ მსგავსი თუნდაც კომენტარებიც კი არ გაკეთდეს მედიასივრცეში“, – განაცხადა დეპუტატმა.

დატოვე კომენტარი