მამუკა მდინარაძე – Vivus-თან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა იყო, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Vivus-თან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა იყო, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება.
როგორც მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლებიც უკვე პრაქტიკულად სრულდება.
„იყო პრობლემური საკითხები, მათ შორის, ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დაკავშირებითაც, თუმცა, მოლაპარაკებების ფაზა ამოწურული არ არის და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებითაც მოგვარდება პრობლემები“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ახალი ინიციატივა, რომელიც უიმედო ვალების ჩამოწერას გულისხმობს, არ შეეხება ონლაინსესხების კომპანია Vivus-ის კლიენტებს, რადგან კომპანიამ შეთანხმებაზე უარი განაცახადა.