მამუკა მდინარაძე - ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი, რომ საქართველომ ომი დაიწყო და არის აგრესორი,  ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია
მამუკა მდინარაძე - ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი, რომ საქართველომ ომი დაიწყო და არის აგრესორი,  ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია

ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი, რომ საქართველომ ომი დაიწყო და არის აგრესორი, ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა, ემიჯნება თუ არა უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო ოკუპანტმა ქვეყანამ და ეს ამბავი გადახედვას არ ექვემდებარება.

„ამ კითხვაზე ორნაწილიან პასუხს გაგცემთ. პირველი – „ქართულ ოცნებას“ არ დაუფიქსირებია არც ერთი კონკრეტული კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა და ძალიან გთხოვთ, საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ. მეორე – ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი, რომ საქართველო არის აგრესორი და ომი დაიწყო, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მით უმეტეს, რუსეთთან ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით. შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება შესაძლებელია გარკვეულ პროვოკაციას წამოეგო, მაგრამ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო ოკუპანტმა ქვეყანამ და ეს ამბავი გადახედვას არ ექვემდებარება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.