მამუკა მდინარაძე - „ვეტინგზე“ თითს რომ გვიქნევენ, ჯერ მიხედონ ადეიშვილს, უსასტიკეს, სისხლიან დამნაშავეს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში
მამუკა მდინარაძე - „ვეტინგზე“ თითს რომ გვიქნევენ, ჯერ მიხედონ ადეიშვილს, უსასტიკეს, სისხლიან დამნაშავეს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში

„ვეტინგებს“ და სხვა თემებს რომ ჩაგვჩიჩინებენ, თითს რომ გვიქნევენ, ჯერ მიხედონ ადეიშვილს, უსასტიკეს, სისხლიან დამნაშავეს, მწამებელს და ადამიანების გაუპატიურების შემკვეთ დამნაშავეს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება დღეს ევროპის ქუჩებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ კომენტარი გააკეთა დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ჰააგაში, ერთ-ერთ საერთაშორისო ღონისძიებაზე იმყოფება.

მდინარაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას რეაქცია ექნება.

„ადეიშვილს მიხედონ და ობიექტურობაზე შემდეგ ვილაპარაკოთ. ამაზეც ჩვენი რეაქციები გვექნება. უკვე მართლა ბოლო წვეთები გადმოდის იმ ფიალიდან, რომლის ატანაც არ შეიძლება. როგორ შეიძლება, ვიღაც შენ გეუბნებოდეს, რომ უნდა დაეთანხმო „ვეტინგს“, რომელსაც ზურაბ ადეიშვილი ახორციელებს უკრაინასა თუ სხვა ქვეყანაში, ამ დროს სააკაშვილის, ადეიშვილისა და ახალაიების იქით უფრო სისხლისმსმელი ადამიანი ამ ქვეყანაში არ მახსენდება. პირდაპირი გაგებით სისხლისმსმელი. ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქუჩებში. ვიდრე „ვეტინგზე“ თითს დაგვიქნევენ, მანამდე ადეიშვილი გადასცენ საკუთარ ქვეყანას, რომელიც ამ კაცმა გააუბედურა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.