მამუკა მდინარაძე - ვერანაირი სპეკულაცია და ტყუილი ვერ გადაგვახვევინებს ევროპული გზიდან, არაფრის ხარჯზე არ შეიძლება, დათმო შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და ქვეყნის ევროპული მომავალი
მამუკა მდინარაძე - ვერანაირი სპეკულაცია და ტყუილი ვერ გადაგვახვევინებს ევროპული გზიდან, არაფრის ხარჯზე არ შეიძლება, დათმო შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და ქვეყნის ევროპული მომავალი

ვერანაირი სპეკულაცია და ტყუილი ვერ გადაგვახვევინებს ევროპული გზიდან, არაფრის ხარჯზე არ შეიძლება, დათმო შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და ქვეყნის ევროპული მომავალი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი გამოწვევა არის მშვიდობა, სტაბილურობა და ევროპულობა ერთად და თუ ეს გამოწვევა ურთულესია, აქ მხოლოდ სახელმწიფოს მტრობა შეიძლება, იყოს ამის წინააღმდეგ წასვლა.

ამასთან, როგორც მდინარაძემ განაცხადა, დღეს არის სირთულეები, რომლებსაც მთავრობა დაძლევს და აღნიშნა, რომ ქვეყნის ინტერესები იქნება უზრუნველყოფილი.

„ჩვენ გვმართებს, რომ ჩვენი ხალხი და საზოგადოება დავარწმუნოთ ჩვენი მოქმედებების სისწორეში, რასაც ვაკეთებთ და ასევე, ამ გზაზე ვიაროთ ყველა რისკის დაზღვევით, ამასაც ვაკეთებთ. ამაში ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ამიტომ, გამოვდივართ რა ეროვნული ინტერესებიდან,  ბუნებრივია, ბატონო ირაკლი, ქვეყნის ევროპულ და ეროვნულ პოლიტიკაში, ყველა ჩვენგანის და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მხარდაჭერა გაქვთ და შესაბამისად, ამ სპეკულაციებმა, ტყუილმა ნარატივებმა, არაფერმა, არც საზოგადოება და არც ჩვენ, არ უნდა შეგვაშინოს და სწორ გზაზე უნდა ვიაროთ. მომავლიდან ყველაფერი შემდეგ მარტივად იქნება დასანახი. დღეს არის სირთულეები, რომლებსაც დავძლევთ და ქვეყნის ეს ინტერესები იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.