მამუკა მდინარაძე - ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს ეკლესია და მისი მესვეურები მოქალაქეების ჯანმრთელობას არ გაუფრთხილდებიან
მამუკა მდინარაძე - ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს ეკლესია და მისი მესვეურები მოქალაქეების ჯანმრთელობას არ გაუფრთხილდებიან

ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს ეკლესია და მისი მესვეურები, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას არ გაუფრთხილდებიან, ამიტომ ველოდები, რომ მომდევნო დღეებში, საქართველოს ეკლესია, ერიც და ბერიც მკაცრად დაიცავენ რეკომენდაციებს და მოუფრთხიოდებიან მოქალაქეების ჯანმრთელობას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში დღეს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მოქმედებს ნორმები და რეკომენდაციები ყველამ უნდა დაიცვას.

„დეკრეტის შესაბამისად, საქართველოში დღეს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მუშაობს და მოქმედებს კონკრეტული ნორმები და შესაბამისი სანქციები. მე ვფიქრობ, რომ ერსაც და ბერსაც, ყველას უწევს ამ რეკომენდაციების შესრულება, შეზღუდვების ჩარჩოებში მოქცევა და შესაბამისი სანქციითაც პასუხისგება. მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს ეკლესია და მისი მესვეურები, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას არ გაუფრთხილდებიან. ამიტომ ველოდები, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მომდევნო დღეებში, საქართველოს ეკლესია, საერთო ჯამში ერიც და ბერიც მკაცრად დაიცავენ რეკომენდაციებს და მოუფრთხიოდებიან საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას და ასევე იმ ინტერესს, რომ ჩვენ ძალიან მალე, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა შევძლოთ კონკრეტული ობიექტების გახსნა, რაც ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობს ხელს“ , – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.