მამუკა მდინარაძე - ვალდებული ვართ, ოპოზიციის გეგმა ვამხილოთ როგორც დამდგარი პროვოკაცია, როდესაც უბნებიდან სპეციალურად ჭიანურდებოდა ცესკო-სთვის ოქმების გადაცემა
მამუკა მდინარაძე - ვალდებული ვართ, ოპოზიციის გეგმა ვამხილოთ როგორც დამდგარი პროვოკაცია, როდესაც უბნებიდან სპეციალურად ჭიანურდებოდა ცესკო-სთვის ოქმების გადაცემა

უბნების უმრავლესობაზე ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა განზრახ გაჭიანურება ხმების დათვლის პროცესის, პატარ-პატარა მიზეზებზე მოდავება, თითიდან გამოწოვილი სხვადასხვა არგუმენტებით, სადაც აბსოლუტურად არაფერი იყო სადავო, აქედან გამომდინარე, ძალიან იწელება დრო, გვაინდება უბნებიდან მონაცემების შეყვანა, ატვირთვა და გადაცემა საოლქო კომისიებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომლებიც დაკავებული იყვნენ ყველა იმ გეგმის შესრულებით, რომელზეც ჩვენ მანამდე ვსაუბრობდით, ერთადერთი ბოლო პუნქტი, რაც დარჩათ მათ განსახორციელებელი და დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც სხვა პუნქტები, არ გამოუვიდათ, ისე არ გამოუვათ ეს ბოლო პუნქტი. უბნების უმრავლესობაზე ხდებოდა განზრახ გაჭიანურება ხმების დათვლის პროცესის, პატარ-პატარა მიზეზებზე მოდავება, თითიდან გამოწოვილი სხვადასხვა არგუმენტებით, ამის შემდეგ იყო დათანხმებაც ბევრი, მაგრამ რაც მთავარი იყო, ერთ ბიულეტენზე, სადაც აბსოლუტურად არაფერი იყო სადავო, ხდებოდა დაახლოებით 10-15 წუთი დავა. აქედან გამომდინარე, ძალიან იწელება, იჭიმება ეს დრო და გვიანდება შეყვანა, უბნებიდან ატვირთვა და გადაცემა საოლქო კომისიებისთვის. ამა ინფორმაციას გვაწვდიან ჩვენი წარმომადგენლები. ეს შემდეგ მიზეზად იქნება გამოყენებული, თითქოს ცესკო არ ტვირთვას მონაცემებს, ცესკო ვერ ატვირთავდა იმ მონაცემებს, რაც უბნიდან და ოლქებიდან არ იყო ცესკო-ში გადაგზავნილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებული ვართ, კიდევ ერთხელ როგორც სხვა პუნქტები, მათი გეგმა ვამხილოთ როგორც შემდგარი ფაქტი, დამდგარი პროვოკაცია, როდესაც უბნებიდან სპეციალურად ჭიანურდებოდა ოქმების გადაცემა საოლქოსთვის და საოლქოდან ცესკო-სთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ცალკეულ უბნებზე ახლაც მიმდინარეობს პროცესის გაჭიანურება, რომელსაც ესწრება, ოპოზიციის სამი წარმომადგენელი, დამკვირვებლები, ისინი გადიან თითოეულ ბიულეტენს სათითაოდ, ამის შემდეგ ხდება ოქმის შედგენა და ამ ოქმის დამოწმება კომისიის წევრების მიერ, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

„მარტივად შეუძლიათ, აიღონ, დათვალონ და უბრალოდ შეადარონ მარტივი არითქმეტიკაა და ამ სპეკულაციის სივრცე დაიკარგება. „ქართული ოცნება“ ყველა საარჩევნო ოლქში იგებს დამაჯერებლად, დახლოებით 12 საარჩევნო ოლქში ჩვენ გვექნება მეორე ტური, სადაც დარწმუნებული ვართ, დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.