მამუკა მდინარაძე - ვადამდელი არჩევნების პრეცედენტის დაშვება შეუძლებელია, ამიტომაც არ ეწერა ეს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში
მამუკა მდინარაძე - ვადამდელი არჩევნების პრეცედენტის დაშვება შეუძლებელია, ამიტომაც არ ეწერა ეს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში

ჩვენი ოპონენტებისთვის ხელისუფლების გადაბარება ერთადერთი გზაა, რომ დაასრულონ ეს ხელოვნური კრიზისი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ეს რომ რეალური კრიზისი იყოს, გასაღები ჩვენს ხელში იქნებოდა. ბევრი პარლამენტარი, რომელიც დღეს ირიცხება, ფიზიკურად არ შემოდის პარლამენტში. ხელს ხომ არ ამოუტრიალებ და ძალით ხომ არ შეიყვან?! რაც არ უნდა უთხრა, რაც არ უნდა გააკეთო გარდა იმისა, რომ მოდით თქვენ იყავით ხელისუფლებაში, არ აწყობთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული ხარვეზებიც კი არ დაფიქსირდა და ამიტომ, ვადამდელი არჩევნების პრეცედენტის დაშვება შეუძლებელია.

„ასეთი პრეცედენტის დაშვება ქვეყნის დანგრევას ნიშნავს. ამიტომ არაფერი წერია ვადამდელ არჩევნებზე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში“, – აღნიშნა მდინარაძემ.