მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაზე კონსულტაციები იმდენად არაკვალიფიციურად წარმართა, ამ პროცესში ბოლოს მარტო დარჩა
მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაზე კონსულტაციები იმდენად არაკვალიფიციურად წარმართა, ამ პროცესში ბოლოს მარტო დარჩა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაზე კონსულტაციები იმდენად არაკვალიფიციურად წარმართა, რომ ამ პროცესში ბოლოს მარტო დარჩა. ასე უპასუხა მდინარაძემ პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას, რომ კონსენსუსის გარეშე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებას აზრი არ ჰქონდა.

„პრეზიდენტმა კონსულტაციები იმდენად არაკვალიფიციურად და არასწორად წარმართა, რომ ამ პროცესში ბოლოს მარტო დარჩა და ეს საზოგადოებამ იხილა. საბოლოო ჯამში, მან როგორც ჩანს, ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც დღეს გაახმოვანა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენაზე პასუხისმგებლობა არ აიღო. ეს ერთადერთი მიზეზი იყო, რითაც შეიძლება მისი ეს საქციელი აიხსნას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.