მამუკა მდინარაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საზოგადოების ფართო ფენებისთვის მისაღები და დამოუკიდებელი უნდა იყოს
მამუკა მდინარაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საზოგადოების ფართო ფენებისთვის მისაღები და დამოუკიდებელი უნდა იყოს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საზოგადოების ფართო ფენებისთვის მისაღები და დამოუკიდებელი უნდა იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე ისაუბრა.

„თუ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს წარმოადგენს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ბუნებრივია, მოქმედი კონსტიტუციით ამის შესახებ მსჯელობა იქნება და პრეზიდენტს ამის უფლებამოსილება გააჩნია, ხოლო თუ მას შემდეგ წარადგენს იუსტიციის საბჭო, აქ საკითხი ძალიან მარტივად დგას და ამაზე გარკვეული ინსინუაციები, არ მგონია, საჭირო და აუცილებელი იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დამოუკიდებელი უნდა იყოს, რადგან ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი შტოა, რომელიც პირდაპირ კავშირშია დემოკრატიის განვითარების ხარისხთან.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციები დაიწყო.