მამუკა მდინარაძე - უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ვაპირებთ და თუ ვინმე გაბედავს, ამ მიზანს რაიმე გზით ხელი შეუშალოს, კანონმდებლობა იქნება იმაზე მკაცრი, ვიდრე აქამდე იყო
მამუკა მდინარაძე - უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ვაპირებთ და თუ ვინმე გაბედავს, ამ მიზანს რაიმე გზით ხელი შეუშალოს, კანონმდებლობა იქნება იმაზე მკაცრი, ვიდრე აქამდე იყო

უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ვაპირებთ და თუ ვინმე გაბედავს, ამ მიზანს რაიმე გზით ხელი შეუშალოს, კანონმდებლობა იქნება იმაზე მკაცრი, ვიდრე აქამდე იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერებული ინიციატივა გზავნილია ყველასთვის, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა.

„ჩვენ უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ვაპირებთ და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გაბედავს, ამ მიზანს რაიმე გზით ხელი შეუშალოს, კანონმდებლობა იქნება იმაზე მკაცრი, ვიდრე აქამდე იყო. თუ ვინმე გადაწყვეტს, დაარღვიოს ხმის მიცემის ფარულობა, დააშინოს, ან მოისყიდოს ამომრჩეველი, კანონი იქნება უფრო მკაცრი. ეს მესიჯი არის ყველას მიმართ, განურჩევლად იმისა, რომელ პარტიას ეკუთვნის პოტენციური დამრღვევი. ჩვენ არ ვარჩევთ, ვინ იქნება ამ კონკრეტული ქმედების სუბიექტი, ყველას მიმართაა ჩვენი გზავნილი, რომ კანონმდებლობა იქნება კიდევ უფრო მკაცრი, რათა ამან კიდევ უფრო მეტი გარანტიით უზრუნველყოს, რომ მსგავსი ქმედებებისგან ყველამ შეიკავოს თავი. ამის გამორცხვას ჩვენ უფრო მაღალი სტანდარტით და გარანტიით ვაპირებთ. მეტი მიზეზი, მიზანი ამ ინიციატივას არ აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარტია „ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს.