მამუკა მდინარაძე - უმრავლესობის სხდომაზე შესაძლებელია, უმრავლესობის წევრების განსხვავებულ პოზიციებთან დაკავშირებითაც ვიმსჯელოთ
მამუკა მდინარაძე - უმრავლესობის სხდომაზე შესაძლებელია, უმრავლესობის წევრების განსხვავებულ პოზიციებთან დაკავშირებითაც ვიმსჯელოთ

უმრავლესობის სხდომაზე შესაძლებელია, მსჯელობა იყოს უმრავლესობის წევრების განსხვავებულ პოზიციებთან დაკავშირებითაც, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა უმრავლესობის დღეს დაგეგმილ სხდომაზე საუბრისას.

მისი თქმით, განსხვავებული აზრის დაფიქსირება გუნდში ხშირად ხდება განხილვის საგანი.

„უმრავლესობა ხშირად იკრიბება, დღეს ეს დამოკიდებულია სესიის გაგრძელებაზე. მომდევნო სხდომაზე შესაძლებელია, მსჯელობა უმრავლესობის წევრების განსხვავებულ პოზიციებთან დაკავშირებითაც იყოს. ჩვენ „ნაცებივით“ არ ვიქცევით, რომ გუნდის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა და განვკვეთოთ გუნდიდან, რას ჰქვია, ვიღაცამ საწინააღმდეგო აზრი გამოთქვაო.

განსხვავებული აზრის დაფიქსირება გუნდში ხშირად ხდება განხილვის საგანი და ბუნებრივია, ეს ნიკა მელიას თემას შეეხებოდა, იმუნიტეტის თემას, თუ სხვას. გუნდისგან განსხვავებული, ნეიტრალური აზრის დაფიქსირება ყოველთვის იწვევს ხოლმე განსჯას გუნდში. განსაკუთრებული არაფერი, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ აღნიშნულზე მსჯელობა უმრავლესობის სხდომაზე იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სხდომას გამართავს. სხდომა სავარაუდოდ 17:00 საათზე დაიწყება.