მამუკა მდინარაძე - უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება
მამუკა მდინარაძე - უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება

ჩვენ ვთანხმდებით მთავარზე, რომ უმრავლესობაში არ იყოს რყევები, უმრავლესობა არ დაიშლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა დგას მყარად.

„ყველაზე მთავარი, რაც დღეს არის და რა ოცნებაც არ შეუსრულდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს არის ის, რომ უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება. ჩვენ ვთანხმდებით მთავარზე, რომ უმრავლესობაში არ იყოს რყევები. შესაძლებელია სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციებს, რომელიც ამის დასადასტურებლად მოყავთ, თუმცა უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ, უმრავლესობა დგას მყარად. ჩვენ ვთანხმდებით, რომ შიდა განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ამ საკითხს არავითარი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.