მამუკა მდინარაძე - უალტერნატივოა მოსაზრება, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის კანონის უზენაესობა არის უპირატესი
მამუკა მდინარაძე - უალტერნატივოა მოსაზრება, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის კანონის უზენაესობა არის უპირატესი

უალტერნატივოა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დიალოგი უნდა შედგეს და მოლაპარაკება არის გზა, რომელიც არ შეაფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უალტერნატივოა მოსაზრება, რომ კანონის უზენაესობა არის უპირატესი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

„კახა კალაძეც, მამუკა მდინარაძეც და სხვა ადამიანებიც ყველანი უკლებლივ არიან ამ აზრზე. ასევე უალტერნატივოა მოსაზრება, რომ კანონის უზენაესობა არის უპირატესი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ამას ჩვენი საერთაშორისო მეგობრებიც აღნიშნავენ და ეს აუცილებელი პირობაა. კახაც და ჩვენც ვდგავართ ამ საერთო პოზიციაზე და ინტერპრეტაციების საშუალება ამ განცხადებებში არ არის. დღეს კალაძე რა თქმა უნდა ესწრებოდა შეხვედრას და ვისაუბრეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.