საპარლამენტო უმრავლესობა უახლოეს დღეებში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე პრეზენტაციას გამართავს
საპარლამენტო უმრავლესობა უახლოეს დღეებში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე პრეზენტაციას გამართავს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებსა და შესაბამის პროცედურებზე იმსჯელეს.

მდინარაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აღნიშნულ საკითხზე პრეზენტაციას გამართავენ.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს ერთადერთ საკითხზე იყო საუბარი – დეტალურად გავიარეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები, შესაბამისი პროცედურები. ამ პროცესში ჩართულები იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში, ერთხმად დავუჭირეთ მხარი იმ პრინციპებს, რაც ამ ჯგუფში დამუშავდა. უახლოეს დღეებში თქვენ იხილავთ ამის პრეზენტაციას. არის არაერთი ეტაპი, რომელიც გარკვეულ ფილტრს წარმოადგენს უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნამდე. აქედან გამომდინარე, დაველოდოთ. მაქსიმუმ 2-3 დღეში პრეზენტაციას გავმართავთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.