მამუკა მდინარაძე - თუ ზაზა ოქუაშვილს სიმართლის გარკვევა უნდა, აიღებდა მტკიცებულებებს და მიიტანდა პროკურატურაში
მამუკა მდინარაძე - თუ ზაზა ოქუაშვილს სიმართლის გარკვევა უნდა, აიღებდა მტკიცებულებებს და მიიტანდა პროკურატურაში

ზაზა ოქუაშვილს თუ უნდა, გაირკვეს სიმართლე, აიღებდა მტკიცებულებებს, მიიტანდა პროკურატურაში, მისცემდა ჩვენებას, წაიღებდა ლონდონში, მაგრამ არა, ორი კვირის განმავლობაში დღეში ერთი რაღაც გაუგებარი ჩანაწერს აქვეყნებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყოველდღიურად დაგეგმილი პიარკამპანიის სახით საზოგადოებას მიეწოდება ახალი ნეგატიური ინფორმაცია.

„არის ერთი ფაქტორი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით წამოყოფს ხოლმე თავს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი დანაყოფებით. არანაირი „ევროპული საქართველო“, არანაირი გაერთიანებული ოპოზიცია არ არსებობს. მთავარი კონკურენტი ჩვენი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს ძალა ცდილობს, მთავარ ღირებულებებს დაარტყას – ეს არის ბიზნესის თავისუფლება. მათი მიზანია, შექმნან რაიმე სახის მტკიცებულებები იმ დონეზე მაინც, რომ საზოგადოება ან მისი ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ. პირველ რიგში უნდა დაიკითხოს ადამიანი, რომელიც თავის თავს უწოდებს დაზარალებულს და თუ რაიმე ცოტა რეალური მაინც იქნება, შემდეგი ეტაპი არის გამოძიების მიმდინარეობა”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, ქვეყანა ვითარდება, ადგას დასავლურ, ევროპულ კურსს, რისი ბევრი არგუმენტია, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, საქართველოს მიმართ სტრატეგიული პარტნიორების განწყობა და სხვა.