მამუკა მდინარაძე – თუ რომელიმე ორგანიზაცია ძალას პოულობს, იცვლის პოზიციას, როგორც ეს „სამართლიანმა არჩევნებმა“ გააკეთა და ეს პოზიცია რეალობასთან ახლოს არის, კარგი საქციელია
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თუ „სამართლიანმა არჩევნებმა“ პოზიცია შეიცვალა, ეს მისასალმებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„თუ რომელიმე ორგანიზაცია თავის თავში ძალას პოულობს, როგორც ეს „სამართლიანმა არჩევნებმა“ გააკეთა, რომ რაღაც კონკრეტულ პერიოდში იყოს ძალიან კრიტიკული და შემდეგ ეს პოზიცია შეცვალოს, დაარბილოს, ეს მაინც და მაინც იმას არ ნიშნავს, რომ პოზიცია ვიღაცის სასარგებლოდ შეცვალა. თუ ეს პოზიცია იცვლება და რეალობასთან ახლოს არის, კარგი საქციელია. აქაც სახელმწიფო ინტერესი უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე პარტიის. მისასალმებელია თუ ეს ასე მოხდა“, – განაცხადა მდინარაძემ.