მამუკა მდინარაძე - თუ აქციის მონაწილეები აფიქსირებენ, რომ აუცილებლად დაარღვევენ კანონს, ამას სახელმწიფოს მხრიდან მოყვება ადეკვატური რეაქცია
მამუკა მდინარაძე - თუ აქციის მონაწილეები აფიქსირებენ, რომ აუცილებლად დაარღვევენ კანონს, ამას სახელმწიფოს მხრიდან მოყვება ადეკვატური რეაქცია

კანონის ფარგლებში, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის, მისი უფლებების მოფრთხილებით, სახელმწიფო იმოქმედებს ადეკვატურად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, თითოეული ადამიანის პროტესტი არის მნიშვნელოვანი.

„ყოველთვის ვიქნებით იმ პოზიციაზე, რომ არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას არც ერთ ადამიანს. არ მინდა, განსაკუთრებულად ხისტი პოზიცია დავაფიქსირო. ნებისმიერი ადამიანი, ვისი მომხრეც არ უნდა იყოს, როგორი რადიკალურიც არ უნდა იყოს, ჩვენი პასუხისმგებლობაა მათზე ზრუნვა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ყველა ადამიანის უფლებების რეალიზაციაზე, მის ჯანმრთელობაზე, მის უსაფრთხოებაზე და ასე შემდეგ. თუ ასეთი ადამიანები, მათი ჯგუფი, აფიქსირებს, რომ ჩვენ აუცილებლად დავარღვევთ კანონს, სახელმწიფოს პოზიციაც მარტივია, რომ კანონის დარღვევას მოყვება ადეკვატური რეაქცია. კანონის ფარგლებში, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის, მისი უფლებების მოფრთხილებით, სახელმწიფო იმოქმედებს ადეკვატურად. ეს არის მარტივი პასუხი ამ ყველაფერზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.