მამუკა მდინარაძე - თინა ბოკუჩავას აღშფოთების მესმის, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეა და ფრაქციიდან კვირაში ორი ადამიანი გაურბის
მამუკა მდინარაძე - თინა ბოკუჩავას აღშფოთების მესმის, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეა და ფრაქციიდან კვირაში ორი ადამიანი გაურბის

თინა ბოკუჩავას აღშფოთების მესმის, რადგან ფრაქცია ეშლება. ფრაქციის თავმჯდომარეა და ფრაქციიდან კვირაში ორი ადამიანი გაურბის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება და ეს ქვეყნისთვის კარგია.

„გელა სამხარაულმა მითხრა, მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ, ოცნებას თუ ავიხდენდი, არ მეგონა და დარბაზში ერთმანეთთან დაპირისპირებულ „ნაცებს“ ვნახავდიო. მათი დაპირისპირება კარგი სანახავია, რადგან „ნაცმოძრაობა“ იშლება და მან ის მთავარი კონკურენტის ველი არ უნდა დაიკავოს. პარტიას ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარე და რა ქნან? დაშლისა და დაუძლურების მეტი ინდიკატორი რა უნდა იყოს? ეს კარგია ქვეყნისთვის. თინა ბოკუჩავას აღშფოთების მესმის, რადგან ფრაქცია ეშლება. ფრაქციის თავმჯდომარეა და ფრაქციიდან კვირაში ორი ადამიანი გაურბის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტი პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის ინიციატივას განიხილავს. რეგლამენტში ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ. ცვლილებებს ეწინააღმდეგება „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიაში განმარტავენ, რომ, კანონმდებლობით, საარჩევნო ბლოკით გასულ წევრებს, თუ ისინი დატოვებდნენ ფრაქციას, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, პოლიტიკური ჯგუფი შეექმნათ იმავე დაფინანსებით, რაც აქვს ფრაქციას. „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, ცვლილებები ახალისებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“.