მამუკა მდინარაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდი მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს
მამუკა მდინარაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდი მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს

როგორც უმრავლესობის ლიდერი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდი სრულად დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნა, მაღალი ალბათობით საკონსტიტუციო ცვლილებები არ უნდა ჩავარდეს.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ უდიდესი ალბათობით, შევძლებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რადგან ჩვენ გარდა, არაერთ დეპუტატს ღიად აქვს გაცხადებული, რომ პროექტს მხარს დაუჭერს. მაღალი ალბათობით საკონსტიტუციო ცვლილებები არ უნდა ჩავარდეს. წარმოუდგენელია, უკან წაიღონ თავიანთი სიტყვები ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც უკვე დააფიქსირეს მხარდაჭერა. იმასაც წინასწარ გეუბნებით, არანაირი პრობლემა არ იქნება იმ თვალსაზრისით, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს იმ ცვლილებების პროექტს, რაც 8 მარტს გაფორმდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.