მამუკა მდინარაძე - სოციალური ქსელებით სხვადასხვა სახის ყალბი ინფორმაციები ვრცელდება
მამუკა მდინარაძე - სოციალური ქსელებით სხვადასხვა სახის ყალბი ინფორმაციები ვრცელდება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სოციალური ქსელებით სხვადასხვა სახის ყალბი ინფორმაციები ვრცელდება.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გავრცელდა ე.წ. ფეიქ ნიუსები, თითქოს სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა აფხაზეთზე, მეგრელებზე, სარალიძეზე, რაც არის აბსოლუტური სიცრუე.

„როგორც ხედავთ ჩვენ და ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა ვაწარმოეთ ევროპული ტიპის კამპანია, ხოლო მეორე მხრიდან ვხედავთ ყალბი ინფორმაციებით ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ძალიან უხეშ მცდელობას. ვიმედოვნებთ, რომ დამკვირვებლები სათანადო რეაგირებას მოახდენენ ზემოთ ხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით. კვლავ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, რომ მაქსიმალური იაქტიურონ. მოვუწოდებთ ჩვენს საზოგადოებას იაქტიურონ. ბოლოს მივიღე ინფორმაცია, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები გამოეხმაურნენ ჩვენს ბრიფინგს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. მათ ვურჩევ, რომ წაიკითხონ 61-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ყველა მონაწილე, კომისიის ყველა წევრი საარჩევნო უბანზე ვალდებულია, მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. ეს არ არის მათი უფლება, ეს არის ვალდებულება და ეს მათ არ გააკეთეს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ნორმების დაცვით. ამასთან დაკავშირებით სხვაგვარი განცხადებები იძლევა სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას. დარწმუნებულნი ვართ, ჩვენ შევძლებთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, მიუხედავად იმისა, რა მცდელობებიც არ უნდა იყოს სხვადასხვა დესტრუქციული ძალებისგან”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.