მამუკა მდინარაძე - შეუძლებელია, დავით ბაქრაძე იმ კრიტერიუმებით და რომელიმე ნიშნით დაწუნებული იყოს, რადგან ის არის გამოცდილი, პატიოსანი დიპლომატი და დიპლომატიურ წრეებში მაღალი რეპუტაციის მქონე
მამუკა მდინარაძე - შეუძლებელია, დავით ბაქრაძე იმ კრიტერიუმებით და რომელიმე ნიშნით დაწუნებული იყოს, რადგან ის არის გამოცდილი, პატიოსანი დიპლომატი და დიპლომატიურ წრეებში მაღალი რეპუტაციის მქონე

შეუძლებელია, დავით ბაქრაძე იმ კრიტერიუმებით და რომელიმე ნიშნით დაწუნებული იყოს, რადგან ის არის გამოცდილი, პატიოსანი, კეთილსინდისიერი დიპლომატი, საკმაოდ შედეგიანი და დიპლომატიურ წრეებში მაღალი რეპუტაციის მქონე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ კომენტარი გააკეთა ადმინისტრაციის უფროსის, ნათია სულავას განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის მიერ დავით ბაქრაძის აშშ-ში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია.

„რა თქმა უნდა, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა. სამწუხაროდ, ეს განახორციელა საქართველოს პრეზიდენტმა. შეუძლებელია, დავით ბაქრაძე იმ კრიტერიუმებით და რომელიმე ნიშნით დაწუნებული იყოს, რადგან ის არის გამოცდილი, პატიოსანი, კეთილსინდისიერი დიპლომატი, საკმაოდ შედეგიანი და დიპლომატიურ წრეებში მაღალი რეპუტაციის მქონე. იმის გამო, რომ პრეზიდენტს პირადად რაღაც არ მოსწონდა, დავით ბაქრაძეს და საქართველოს ასეთ რეპუტაციულ ზიანს აყენებს, რომელსაც ის წარმოადგენს ასეთ მაღალ ტრიბუნაზე სამომავლოდ. როცა მას ნიშნავ, მოდი, ასეთ რეპუტაციულ ზიანს საკუთარ ქვეყანას მაინც ნუ მიაყენებ. ალბათ, პრეზიდენტმა ასეთი განცხადება არ უნდა გააკეთოს და ადამიანი შექებას რომ იმსახურებს, მაგრამ საპირისპიროს აკეთებ, აქ ცოტა სხვა რაღაცაშია საქმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა.