მამუკა მდინარაძე - კომიტეტებთან დაკავშირებით კეთილ ნებას არ გამოვრიცხავ, თუ ოპოზიციის მხრიდან ვნახავთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას
მამუკა მდინარაძე - კომიტეტებთან დაკავშირებით კეთილ ნებას არ გამოვრიცხავ, თუ ოპოზიციის მხრიდან ვნახავთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას

შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან კეთილი ნების გამოჩენას, ვნახოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

„ჩვენ თუ ვნახავთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ოპოზიციის მხრიდან, ასეთი კეთილი ნების გამორიცხვა არ შემიძლია. საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით, თუ მათ გარეშე შეთანხმების ერთადერთ მიზანი შეიძლება იყოს საპარლამენტო მუშაობის რელევანტურობა და  ქვეყნის განვითარებაზე ერთად ზრუნვის შესაძლებლობა. ამას თუ შევძლებთ, ამაზე უკეთესი წარმოუდგენელია, რამე იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.