მამუკა მდინარაძე - შალვა ბედოიძე შემიძლია, დაგიხასიათოდ როგორც პროფესიონალი, საქმესა და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი
მამუკა მდინარაძე - შალვა ბედოიძე შემიძლია, დაგიხასიათოდ როგორც პროფესიონალი, საქმესა და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი

ძალიან სამწუხაროა, რომ შალვა ბედოიძის დასახასიათებლად იხსენებთ ამბავს, როდესაც საკამათო ბევრი რამ იყო, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, აქვს თუ არა მას კითხვები შს მინისტრის ახლად დანიშნულ მოადგილესთან, შალვა ბედოიძესთან ხორავას ქუჩის საქმის კონტექსტში.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებები არასერიოზულია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანის დასახასიათებლად რამდენიმე წლის წინანდელ ამბავს  და შემთხვევას იხსენებთ, როდესაც საკამათო ბევრი რამ იყო, მაგრამ მაგალითად, არ იხსენებთ იმ შემთხვევას, როდესაც რამდენიმე კვირის წინ შალვა ბედოიძემ, როგორც ძალიან კარგმა პოლიციელმა და პროფესიონალმა, გამოიჩინა პროფესიული გმირობა და როგორ ჩატარდა მისი ხელმძღვანელობით სპეცოპერაცია, როდესაც კონკრეტული პირების მძევლად აყვანას ჰქონდა ადგილი, თუ არ ვცდები ისნის რაიონში. მარტო შევიდა თავდამსხმელთან და თავდამსხმელის დაკავება მოხდა.

შალვა ბედოიძეს პირადად ვიცნობ და შემიძლია დაგიხასიათოდ, როგორც ერთ-ერთი მაღალი პროფესიონალიზმის ადამიანი, თავის საქმეზე და სამშობლოზე შეყვარებული. შეგიძლიათ ეს აბსოლუტურ გულწრფელობაში ჩამითვალოთ. ოპოზიციის ბრალდებებს პასუხს არც კი გავცემ. არასერიოზულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.