მამუკა მდინარაძე სერგი კაპანაძეს პასუხობს - საქართველო უარყოფს, იმას, რასაც თქვენ აბრალებთ, ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვა რუსული ნარატივია, რომელიც ვერ დაამტკიცეს
მამუკა მდინარაძე სერგი კაპანაძეს პასუხობს - საქართველო უარყოფს, იმას, რასაც თქვენ აბრალებთ, ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვა რუსული ნარატივია, რომელიც ვერ დაამტკიცეს

საქართველო უარყოფს, იმას, რასაც თქვენ აბრალებთ, „ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვა“, რუსული ნარატივი, რომელიც ვერ დაამტკიცეს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგი კაპანაძის „ფეისბუქ“ სტატუსს.

„საქართველო უარყოფს, საქართველო!.. – იმას, რასაც თქვენ აბრალებთ!.. „ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვა“ – რუსული ნარატივი, რომელიც ვერ დაამტკიცეს!…“, – დაწერა მდინარაძემ.

მას შემდეგ, რაც მდინარაძის აღნიშნულ პოსტს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე გამოეხმაურა, მდინარაძემ სოციალურ ქსელში მორიგი სტატუსი გაავრცელა და განაცხადა, რომ „ღალატში მხილებულები აიჭრნენ“.

„ღალატში მხილებულები აშკარად აიჭრნენ. პირად შეურაცხყოფაზე გადმოსვლა გასაგებია, ვერ დავეშვები მანდ… აქ უფრო სერიოზულად არის საქმე: მე-4 და მე-6 პუნქტები წაიკითხეთ და მთლიანად რეზოლუციასაც გადაავლეთ თვალიო…კი ბატონო: მე-4 პუნქტში წერია, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო ომიო და მეხუთე პუნქტშივე საქართველოს სამხედრო ძალებს დააბრალეს ამ ომის დაწყება…

მე-6 პუნქტი იმით იწყება, თითქოს რუსეთის შეტევა იყო საპასუხო… რეზოლუციის სხვა ნაწილით იმიტომ იმართლებენ თავს, რომ იქ სიტყვა ოკუპაცია წერია და რუსების ბევრი სხვა დანაშაულიც, მაგრამ რა – წინა პუნქტებში რაც წერია, იმის საპირწონეა??? აუცილებელი იყო საკუთარი სამხედრო ძალებისთვის ომის დაწყების დაბრალება??? ამის გარეშე ოკუპაცია და რუსეთმა რაც ჩაიდინა, შემდგარი ფაქტი არ იყო? ისე ვერ მოხვდებოდა რეზოლუციაში თუ სხვა საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებში?!

დიახ, ეგ არ იყო ომის დასაწყისი, მაგრამ მაინც დააბრალეს, ტყუილზე მოუწერეს ხელი!.. და ბოლოს, სიტყვა აღიარებას ასე ნურავინ ეთამაშება, არავის უხსენებია! ეს არა აღიარება, არამედ ტყუილი, დაბრალება და ღალატია!!!

სწორედ ეს დავამტკიცეთ სტრასბურგში და გავიმარჯვეთ კიდეც, საქართველომ გაიმარჯვა რუსეთის წინააღმდეგ! პირიქით, სხვა უამრავ მტკიცებულებასთან ერთად იქით დავუდეთ მტკიცებულებად ისკანდერის ფრაგმენტი, რომელიც, სხვათა შორის, 2013 წლამდე არავის გახსენებია და მოუკითხავს!…

მიუხედავად ქვეყნის შიდა, თუ გარე მტრებისა, საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს!“, – წერს მამუკა მდინარაძე.

ღალატში მხილებულები აშკარად აიჭრნენ.

პირად შეურაცხყოფაზე გადმოსვლა გასაგებია, ვერ დავეშვები მანდ…😊

აქ უფრო…

Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on Tuesday, April 6, 2021