მამუკა მდინარაძე - სერბეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა
მამუკა მდინარაძე - სერბეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სერბეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ჟურნალისტებთან საუბარში მდინარაძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთში სტუმრობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ არის ამბავი, რომელზეც უემოციოდ ლაპარაკი შეიძლება.

„ეს ძალიან ცუდია, მაგრამ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან ვიცით, ეს კერძო ვიზიტი იყო და რაიმე ფორმალიზება არ ყოფილა. სერბეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის მხარდაჭერა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდება და ასეთი ხარვეზი აღმოიფხვრება”, – განაცხადა მდინარაძემ.