მამუკა მდინარაძე - საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალია, როგორიც შეიძლება, ბევრ ქვეყანაში არ იყოს
მამუკა მდინარაძე - საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალია, როგორიც შეიძლება, ბევრ ქვეყანაში არ იყოს

საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი მაქსიმალურია, ისეთი, როგორიც შეიძლება, ბევრ ქვეყანაში არ იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2019 წლის ინდექსზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მედია აბსოლუტურად თავისუფალია.

„საქართველოში მედიათავისუფლების ხარისხი ძალიან დიდი და მაქსიმალურია. ისეთია, როგორიც შეიძლება ბევრ ქვეყანაში არ იყოს, მათ შორის ეკონომიკურად ჩვენზე ბევრად წარმატებულ ქვეყნებში, რადგან დღეს მედია აბსოლუტურად თავისუფალია, დემოკრატიული ხარისხი ძალიან მაღალია და ამაში თითოეული ჟურნალისტი დამეთანხმებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა ერთი პოზიციით გაუმჯობესდა.