მამუკა მდინარაძე - საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინა განუსაზღვრელი სიბრძნე, გამჭრიახობა, გვერდით დაუდგნენ საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებას და ღირსებით, სიამაყით მივიღეთ სტატუსი
მამუკა მდინარაძე - საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინა განუსაზღვრელი სიბრძნე, გამჭრიახობა, გვერდით დაუდგნენ საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებას და ღირსებით, სიამაყით მივიღეთ სტატუსი

მინდა, ყველა მივულოცო, მიუხედავად იმისა, ვინ როგორ ფიქრობს და სჯერა. ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენმა ქვეყანამ ძნელ გზაზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველომ გაიარა ურთულესი, უძნელესი გზა და ამ პირობებში მიაღწია მნიშვნელოვან გამარჯვებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სტატუსის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯია.

„მეორე მხრივ ეს არის საქართველოს გამარჯვება, რადგან ამას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. შარშან დაუმსახურებლად არ მოგვცეს სტატუსი, არასწორად დაიბლოკა ეს, რაც არასამართლიანი იყო. წელს ეს გამოსწორდა და მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც არ პროცესში მონაწილეობდა. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინა განუსაზღვრელი სიბრძნე, უპრეცედენტო გამჭრიახობა და ისინი დაუდგნენ გვერდით საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებას და ამ სიმყარით, ღირსებით, სიამაყით მივიღეთ სტატუსი“, – განაცხადა მდინარაძემ.