მამუკა მდინარაძე - საქართველოს პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ზოგადად პატიმრებსა და მათ გათავისუფლებაზე უნდა ვილაპარაკოთ
მამუკა მდინარაძე - საქართველოს პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ზოგადად პატიმრებსა და მათ გათავისუფლებაზე უნდა ვილაპარაკოთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ზოგადად პატიმრებსა და მათ გათავისუფლებაზე საუბრობენ. მისივე თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„პირდაპირ გეტყვით, ასევე რომ ე.წ. პოლიტპატიმრების თემაზე მოკლედ მოვუჭერით და საერთოდ არ ველაპარაკეთ. აი, პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.  საკითხის შემობრუნება სცადეს ორჯერ, თუ სამჯერ, ჩვენ მათ ამ თემაზე არ ვესაუბრებით. არჩილ თალაკვაძემაც თქვა და მეც იმავეს გაგიმეორებთ, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ზოგადად პატიმრებზე და მათ გათავისუფლებაზე უნდა ვილაპარაკოთ. გარდა ამისა, პოლიტპატიმარი არ არის სიტყვა, რომელიც რელევანტურია დღევადნელ მოცემულობასთან. მთელი პასუხისმგელბობით გიცხადებთ, რომ ასეთი საქართველოში არ არსებობს.

„ჟურნალისტის კითხვაზე:„როცა საუბრობთ, რომ პარლამენტში კონსტრუქრციულ ოპოზიციას ელოდებით, ამ განცხადებიდან ჩანს, რომ არ გულსხმობთ მხოლოდ ერთ პარტას, ვისთან გაქვთ კიდევ ასეთი ტიპის კონსულტაციები“, მდინარაძემ განაცხადა, რომ გარკვეული ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა პარტიასთან ჰქონდათ.

„რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველასთან იყო. მე არ გამოვყოფ, არიან იქ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებთანაც, პირდაპირ რომ გითხრათ, დიდი სურვილიც არ არსებობოს კომუნიკაციის და შეიძლება შეგნებულაადაც არ იყო ეს კომუნიკაცია, მაგრამ თითქმის ყველასთან რაღაც ტიპის კომუნიკაცია იყო და რაღაც ტიპის საუბრები არსებობს, მათ შორის შეთანხმების დეტალებზე. რასაც ისინი ჭორაობენ და ერთმანეთს აბრალებენ ხოლმე, მსგავსი შეთავაზებები ჩვენი მხრიდან არა რის, ამაზე შემიძლია ,დარწმუნებით გითხრათ და პასუხი ვაგო. მერკანტილურ თემებზე საუბრობენ, ფინანსურ თემებზე, მსგავსი არ ხდება, შეუძლიათ, დაანებონ თავი ერთმანეთის დაბრალებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ამასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ როდესაც ხელისუფლება ერთპროცენტიანი ცდომილების შემთხვევაში, ოპოზიციას ახალ არჩევნებს სთავაზობს, ამ ფონზე პლებისციტზე საუბარი შეუსაბამოა.

„თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არის ის დეტალები, რაზეც ჩვენ სიღრმეებში ვკამათობთ კიდევაც, მაგრამ პრინციპში, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთანაც ვთანხმდებით და აქ გარკვეულ პროპორციებზე ვსაუბრობთ, მაჟორიტარული ნაწილის საუარესოდ და ამაზე კი ბატონო, მივყვებით და დეტალებზეც შევთანხმდებით. რაც შეეხება პლებისციტს, მაგაზე შემიძლია გითხრათ, – როგორი აბსურდია იცით? მე რომ შევუბრუნო და ვუთხრა, რომ მოდი, პლებისციტი ჩავატაროთ იმასთან დაკავშირებით, თავად ეს პლებისციტი არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარდეს თუ არა. იურიდიულადაც აბსურდულია, პოლიტიკურადაც. ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს და ისეთ საკითხებს აყენებენ, რაც თვითონ არჩევნების ლეგიტიმურობასთან არის დაკავშირებული და ეს პოლიტიკური მესიჯი უნდა დაალაგონ.

შეუძლებელია, როდესაც ჩვენ ვთავაზობთ ერთპროცენტიანი ცდომილების შემთხვევაში, ახალ არჩევნებს, ამ დროს პლებისციტზე ვილაპარაკოთ და ასე შემდეგ. ახალ არჩევნებს იმ პირობებში, თუ მათ კომისიის ფარგლებში მიიღებენ მონაწილეობას და იქ რაღაცას ნახავენ, ელემენტალურ მტკიცებულებას, რომ ერთპროცენტიანი გადახრა იყო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. რაც შეეხება ბარიერს, ჩვენ ვთქვით, რომ ამასთნ დაკავშირებითაც სასაუბროდ მზად ვართ. იყო მათი მხრიდან წარმოდგენილი, წინა შემთხვევაში ვლაპარაკობ, ფასილიტატორების თანდასწრებითაც, ნულიდან სამ პროცენტამდე ვერსიის განხილვის, კი ბატონო, ვიპალარაკოთ ამ თემაზეც ოღონდ, არა იმაზე, რაც სიმართლიდან და რეალური არგუმენტებიდან არ გამომდინარეობს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.