მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ს ვინ ეკითხებაო, თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ი როგორ არ ჩამოგყავთო, არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ ხოლმე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირ-ი) მისიის მოწვევის თემას ეხმაურება.
„საპარლამენტო არჩევნებზე – ეუთო/ოდირ-ს ვინ ეკითხებაო…
თვითმმართველობის არჩევნებზე – ეუთო/ოდირ-ი როგორ არ ჩამოგყავთო… არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ ხოლმე…“ – წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“.