მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო არჩევნებმა ყველაზე დიდი დარტყმა „ევროპულ საქართველოს“ მიაყენა და ჯერ კიდევ აგონიაში არიან
მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო არჩევნებმა ყველაზე დიდი დარტყმა „ევროპულ საქართველოს“ მიაყენა და ჯერ კიდევ აგონიაში არიან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მოსაზრებით, საპარლამენტო არჩევნებმა ყველაზე დიდი დარტყმა „ევროპულ საქართველოს“ მიაყენა და ისინი ჯერ კიდევ აგონიაში არიან.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები როგორც კი, მოლაპარაკებები კონსტრუქციულად წარიმართებოდა, მისი ჩაშლის მიზნით დესტრუქციულ წინადადებებს ახმოვანებდნენ.

„ალბათ, ხალხი გვისაყვედურებს, უგულავასა და ბოკერიას პარლამენტში შესვლას ეხვეწებით და ეს ადამიანები დეპუტატები არ არიან, რადგან მანდატები ვერ მოიპოვესო. ბოკერია და უგულავა დეპუტატები ისედაც ვერ ხდებიან. მიმაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნებმა ყველაზე დიდი დარტყმა „ევროპულ საქართველოს“ მიაყენა და ჯერ კიდევ აგონიაში არიან, ამ აგონიიდან ჯერ არ გამოსულან და „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ ლიდერთან ერთად აგრესიულები ამიტომ არიან. ზოგიერთ ოპოზიციონერს უნდა დავუჯეროთ, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი განსაკუთრებით მოტივირებული არიან, რომ მოლაპარაკება ჩაიშალოს. ყველა შემთხვევაში, როცა მოლაპარაკება რაღაც კონსენსუსისკენ წავიდა და შეიძლებოდა კომპრომისული ვერსიის განხილვა და ხელმოწერა, ამ შემთხვევაში ახალ დესტრუქციულ წინადადებებს ახმოვანებდნენ, რომ მოლაპარაკება ჩაშლილიყო. როცა მოლაპარაკების ჩაშლაზე ვსაუბრობთ, შეიძლება, პირველი ისრები მათკენ მივმართოთ”, – განაცხადა მდინარაძემ.